ფეხბურთი

16:10 | 12.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო თბილისში" კამერუნის ნაკრების კანდიდატი ისინჯება (+VIDEO)

„დინამო თბილისში“ კამერუნის ნაკრების კანდიდატი ისინჯება. როგორც საქართველოს მოქმედი ჩემპიონის ვებგვერდი იტყობინება, 26 წლის ფრანც პანგოპი დღეს უკრაინულ „ოლექსანდრიასთან“ სპარინგში ითამაშებს.

სამწვრთნელო შტაბი მასთან მიმართებაში გადაწყვეტილებას დაკვირვების შედეგად, უახლოეს ხანში მიიღებს.

პანგოპი თავდამსხმელია და ბოლოს ავსტრიულ „ალტახში“ ირიცხებოდა, ხოლო მანამდე „მინესოტაში“, „უნიონ დუალასა“ და შვედურ „იორგრიტეში“ უთამაშია. მიმდინარე სეზონში „ალტახის“ ღირსება ავსტრიულ ბუნდესლიგაში 5-ჯერ დაიცვა და 1 გოლი გაიტანა (სექტემბერში, გრაცის „შტურმთან“).

კამერუნის ნაკრებში კი ექვსი მატჩი აქვს ჩატარებული და 2 გოლი გაიტანა, მათ შორის 2017 წლის შემოდგომაზე მსოფლიო ჩემპიონატის საკვალფიკაციო ეტაპზე ალჟირის ნაკრების კარში. სხვათა შორის, ამ შეხვედრაში მოედანზე ცვლილებაზე გამოჩნდა და 47 წამში მოახერხა ალჟირელთა დამწუხრება (გოლი იხილეთ ვიდეოში).

0.114464