ჭიდაობა

19:59 | 11.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

ამირან შავაძე ნახევარფინალში დამარცხდა

იტალიის დედაქალაქ რომში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ამირან შავაძე (60 კგ) ნახევარფინალში გავიდა, თუმცა ამ ეტაპზე მარცხი განიცადა.

ჩვენებური ფინალში გადასასვლელ შეხვედრაში თურქ კერემ კამალს დაუპირისპირდა და პირველივე პერიოდში 0:5 ჩამორჩა და საბოლოოდ 0:9 დამარცხდა.

მანამდე ამირანმა შვეიცარიელი დიმიტარ სანდოვი და ფინელი ალექსი ლატვალა 8:0 დაამარცხა. ხვალ ქართველი ფალავანი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს, რაც ნაკრების დებიუტანტისთვის ურიგო შედეგი არ გახლავთ.

დღესვე ნახევარფინალში იჭიდავებს იური ლომაძე (72 კგ) და თურქ სელჩუკ ჯანს შეხვდება. ასევე დღეს, ოღონდ 21:00 საათის შემდეგ ფინალში 130 კგ წონით კატეგორიაში ლევან არაბული იასპარეზებს, ხოლო 55 კგ წონით კატეგორიაში ნუგზარ წურწუმია ბრინჯაოს მედლისთვის გავა ხალიჩაზე.

0.11384