საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა „დინამო ბათუმმა“ ახალწვეულები წარადგინა. მათე ცინცაძემ, ვაგნერ გონსალვეშმა და ჟულიო ვინისიუსმა კლუბთან ორწლიანი კონტრაქტები გააფორმეს, ხოლო რეინალდო და გოდფრი ობოაბონამ - ერთწლიანი.
რეინალდო გამოცდილი ბრაზილიელი თავდამსხმელია, რომელსაც სხვადასხვა დროს „ადანასფორში“, „ანდერლეხტში“, „ვესტერლოში“, „სერკლ ბრიუგეში“, ტრნავას „სპარტაკში“, „ირტიშსა“ „აკტობეში“ უთამაშია, ხოლო კარიერის საუკეთესო პერიოდი აზერბაიჯანულ „ყარაბაღში“, ჰქონდა, რომელიც მაისურით ჩატარებულ 88 მატჩში 48 გოლი გაიტანა და მათ შორის ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზეც.
ობოაბონა კი, ნიგერიელი მცველია და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე უთამაშია. ეროვნულ გუნდში აფრიკელის ანგარიშზე 46 თამაშია. ცინცაძეს რაც შეეხება, მცირე პაუზის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში, ვაგნერ გონსალვეში კი გია გეგუჩაძის გუნდს „საბურთალოდან“ შეუერთდა.
გარდა ამისა, „დინამომ“ უკრაინელი მეკარე იჰორ ლევჩენკო დაიმატა, რომელმაც კლუბთან 1+1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.