როტერდამის ტურნირის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი პირველივე წრეში გამოეთიშა. ნიკოლოზი ATP-ის რეიტინგის მე-15 ნომერ და აღნიშნულ ტურნირზე მეშვიდე ნომრად განთესილ ანდრეი რუბლევს დაუპირისპირდა და წინააღმდეგობა ვერ გაუწია.
თამაშის ბედი სულ რაღაც 56 წუთში გადაწყდა და რუსმა ჩოგბურთელმა ორ სეტში, 6:2, 6:3 იმარჯვა. ბასილაშვილმა შეხვედრა საკუთარი ჩაწოდების წაგებით დაიწყო და ამის შემდეგ სიტუაცია ვეღარ გამოასწორა, იგივე სცენარი ჰქონდა მეორე სეტსაც, სადაც პირველივე გეიმში დაბრეიკდა და ლოგიკურად დამარცხდა.
ბასილაშვილმა 3 ეისი შეასრულა, ხოლო რუბლევმა ექვსი. ასეთი წარუმატებელი შედეგი კი, ორმაგმა შეცდომებმა განაპირობა, რომელიც რუს სპორტსმენს არ დაუშვია, ხოლო საპასუხოდ ბასილაშვილს რვა ორმაგი შეცდომა ჰქონდა.
ბასილაშვილი - რუბლევი 0:2 (2:6, 3:6)