ინგლისურმა „ნოტინგემ ფორესტმა“ იტალიელი ფეხბურთელი ადრიან გალიანი გაიფორმა. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის ვებგვერდმა ოფიციალურად გაავრცელა.
2001 წელს დაბადებული ადრიანი, ცნობილი იტალიელის, ადრიანო გალიანის შვილიშვილია, რომელიც წლების განმავლობაში „მილანს“ ხელმძღვანელობდა.
„ნოტინგემმა“ გალიანის შვილიშვილთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე გააფორმა და თავდაპირველად 23-წლამდე გუნდში ითამაშებს.