საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ტოკიოს ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირში ითამაშებს და წილისყრის შედეგად ცნობილია რევაზ ჩომახიძის გუნდის ჯგუფი.
ტურნირში მონაწილე 12 გუნდი ორ ექვსგუნდიან ქვეჯგუფში გადანაწილდა:
A ჯგუფი
საქართველო, აზიის საკვალიფიკაციო ეტაპის გამარჯვებული, კანადა, ბრაზილია, მონტენეგრო, საბერძნეთი
B ჯგუფი
ხორვატია, ჰოლანდია, აზიის საკვალიფიკაციო ეტაპის გამარჯვებული 2, რუსეთი, გერმანია, არგენტინა
სალიცენზიო ტურნირი 22-29 მარტს როტერდამში ჩატარდება და იმასაც გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრები ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირში ისტორიაში პირველად ითამაშებს. თითოეული ქვეჯგუფიდან 4 ნაკრები გავა და ასპარეზობას პლეი-ოფის სისტემით მეოთხედფინალიდან გააგრძელებენ.
შეგახსენებთ, რევაზ ჩომახიძის გუნდმა ერთი თვის წინ ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში საუკეთესო შედეგი აჩვენა და მეათე ადგილი დაიკავა.