ფეხბურთი

17:14 | 11.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

დელე ალის კორონავირუსზე ხუმრობის გამო დისკვალიფიკაცია ემუქრება (+VIDEO)

ლონდონის „ტოტენჰემის“ ნახევარმცველი დელე ალი შესაძლოა დისკვალიფიკაციით დაისაჯოს. ინგლისელმა ფეხბურთელმა ერთ-ერთი სოციალური ქსელის პლატფორმაზე ვიდეო განათავსა, რომელშიც კორონავირუსის შესახებ ხუმრობდა.

დელემ ვიდეო მალევე წაშალა და ჩინელ ხალხს ბოდიშიც მოუხადა: „ეს არ იყო სასაცილო. მაშინვე გავაცნობიერე ეს და ვიდეო წავშალე. სიყვარულს ფიქრებსა და ლოცვებს ვუგზავნი ყველას ჩინეთში“, - ციტირებს ალის სიტყვებს BBC-ი.

ბოდიშის მიუხედავად, ინგლისელ ნახევარმცველს დისკვალიფიკაცია ემუქრება რასისტული სახის ვიდეოს გამო. აქვე გეტყვით, რომ ალიმ ვიდეო თავად კი წაშალა, მაგრამ სოციალურ ქსელში მალევე გავრცელდა და ახლაც ხელმისაწვდომია.

0.11599