ფეხბურთი

1:10 | 11.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

პელე - დეპრესიაში და სახლში

ფეხბურთის ლეგენდა, ფეხბურთის მეფედ წოდებული პელე გამართულად სიარულს ვერ ახერხებს და ამის გამო დეპრესიაშია. როგორც ბრაზილიელის შვილმა ედინიომ Globo Esporte-ს განუცხადა, მამამისი სახლიდან აღარ გადის.

„სიარული უჭირს, რამაც დეპრესიამდე მიიყვანა. ნორმალურად სიარული არ შეუძლია, თუმცა ბოლო პერიოდთან შედარებით ოდნავ უკეთაა. სწორედ ამის გამო სახლიდან გასვლა არ უნდა. არ სურს ქუჩაში სიარული და საკუთარი თავის გამჟღავნება. სახლს პრაქტიკულად არასდროს ტოვებს“, - თქვა ედინიომ.

შეგახსენებთ, პელე ამჟამად 79 წლისაა და ბოლო ხანს ჯანმრთელობის პრობლემების გამო საავადმყოფოშიც არაერთხელ მოხვდა.

თეგებიპელე
0.122748