მილანური დერბი „ინტერის“ გამარჯვებით დასრულდა (4:2) და ანტონიო კონტეს გუნდი სატურნირო ცხრილში „იუვენტუსს“ გაუთანაბრდა.
თამაშის შემდეგ „ნერაძურის“ ბელგიელმა ფორვარდმა რომელუ ლუკაკუ, რომელმაც გოლიც გაიტანა, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა:
„ქალაქს ახალი მეფე ჰყავს“,- დაწერა რომელუმ ტვიტერში.
შეგახსენებთ, რომ „მილანი“ „ინტერს“ პირველი ტაიმის შემდეგ 2:0-ს ამარცხებდა, მაგრამ საბოლოოდ 2:4 დამარცხდა.