"ინდიანამ" გოგა ბითაძე განვითარების ლიგაში, კერძოდ, თავის გუნდ "მედ ანტსში" მეოთხედ გაუშვა.
"მედ ანტსმა" "დელავერა" 136:102 (VIDEO)დაამარცხა, მატჩის საუკეთესო მოთამაშე გოგა ბითაძე იყო, რომელმაც გუნდს 24 ქულა, 11 მოხსნა 4 პასი, და ერთი ბლოკ-შოტი შესძინა. გოგამ 7-დან 4 სამქულიანი ჩააგდო, 13-დან 5 ორქულიანი და 2-დან ერთი საჯარიმო სროლა ჩააგდო. გოგას პარკეტზე ყოფნის დროს თავისმა გუნდმა მეტოქეზე 31-ით მეტი ქულა ჩააგდო.
დიდი ალბათობით, გოგას ისევ "ინდიანა პეისერსში" დააბრუნებენ.