კალათბურთი

2:49 | 10.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინმა და "ტენერიფემ" ფიბას საკონტინენტთაშორისო თასი მოიგეს

„იბეროსტარ ტენერიფე“ ფიბას საკონტინენტთაშორისო თასის გამარჯვებულია. გიორგი შერმადინის გუნდმა, რომელიც ტრადიციულ ოთხთა ტურნირს მასპინძლობდა, გადამწყვეტ შეხვედრაში იტალიური „ვირტუს ბოლონია“ 80:72 დაამარცხა.

ესპანელები უპირატესობას მთელი თამაშის განმავლობაში ფლობდნენ და ყურადღება ოდნავ დასკვნით მეოთხედში მოადუნეს, თუმცა გამარჯვება მაინც არ გასჭირვებიათ.

შერმადინმა 26:34 წუთი ითამაშა და ხსენებულ დროში საკუთარ გუნდს 18 ქულით, 7 მოხსნითა და 1 ჩაჭრით შეეწია. ქართველმა ცენტრმა 12-დან 6 ორქულიანი (50%) და 8-დან 6 საჯარიმო (75%) ჩააგდო. შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 15-ს გაუტოლდა.

„ტენერიფეს“ რიგებში საუკეთესო მარსელინო უერტასი იყო, რომელმაც 23 ქულა, 6 მოხსნა და 3 პასი მიითვალა.

0.133806