ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი როტერდამის ტურნირზე ითამაშებს. ნიკა ტურნირის ძირითადი ბადის პირველ შეხვედრას 10 თებერვალს გამართავს. ქართველის მეტოქე რუსი ანდრეი რუბლევი იქნება. ურთიერთშეხვედრებში ნიკოლოზი 2:1-ს უგებს.
როტერდამში პირველ ნომრად დანიელ მედვედევია განთესილი, მეორე ნომერი სტეფანოს ციციპასია, მესამე გაელ მონფილსი.
ტურნირის საპრიზო ფონდი 2 მილიონი ევროა, ხოლო გამარჯვებული 500 სარეიტინგო ქულას მიიღებს.