ფეხბურთი

17:01 | 8.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერი" იგალოს ესპანურ შეკრებაზე კორონავირუსის გამო არ წაიყვანს

ინგლისის პრემიერლიგაში რამდენიმე დღიანი პაუზა გამოცხადდა და „მანჩესტერ იუნაიტედი“ ამ პერიოდს ესპანეთში შეკრებაზე გაატარებს.

Sky Sports-ის ინფორმაციით, „წითელ ეშმაკებს“ ესპანეთში ნიგერილი ახალწვეული ოდიონ იგალო არ გაჰყვება. ამის მიზეზი კი, კორონავისურია. ბრიტანეთი აპირებს გაამკაცროს ქვეყანაში შესვლის საკითხი იმ ადამიანებზე, რომლებიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჩინეთში იმყოფებოდნენ.

იგალო კი „მანჩესტერს“ რამდენიმე დღის წინ ჩინური „შანხნაი შენხუადან“ შეუერთდა. ინგლისურ გუნდში ეშინიათ, რომ ესპანეთიდან დაბრუნებისას აფრიკელს ინგლისში შესვლის პრობლემები შეექმნება და ამიტომ, რისკზე წასვლას არ აპირებენ, ფეხბურთელი ნისლიან ალბიონზე დარჩება.

იგალოს გარდა, „იუნაიტედის“ ესპანურ შეკრებას პოლ პოგბაც გამოტოვებს, რომელიც ტრავმირებულია.

0.134379