ფეხბურთი

15:19 | 8.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

ზარანდიამ შესაძლოა "ვარეგემთან" კონტრაქტი გაწყვიტოს

ლუკა ზარანდიას ბელგიაში დაბრუნება წარმატებული ვერ გამოდგა. Voetbalprimeur-ის ინფორმაციით, „ზულტე-ვარეგემი“ ორ ფეხბურთელთან აპირებს დამშვიდობებას.

ერთი დიმიტრი ობერლინია, მეორე - ზარანდია. ქართველ შემტევს ბელგიელებთან ხელშეკრულება ჯერ კიდევ 2022 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, მაგრამ მხარეები მის გაწყვეტას განიხილავენ.

ზარანდია „ვარეგემს“ გასულ ზაფხულს შეუერთდა და 18 მატჩიც ჩაატარა, გოლი არ გაუტანია და სამი საგოლე პასი მიითვალა. 23 წლის ქართველს მანამდე „გენკშიც“ უთამაშია, თუმცა თავი ვერც ხსენებულ ბელგიურ გუნდში დაიმკვიდრა.

ყველაზე კარგი პერიოდი კი, პოლონეთში, „არკას“ რიგებში ჰქონდა, სადაც 2016-2019 წლებში ირჯებოდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11586