საქართველოს ვიცე-ჩემპიონი „დინამო ბათუმი“ თურქეთში მეორე შეკრებას 11-22 თებერვალს გაივლის და ამხანაგურ თამაშებსაც ჩაატარებს. მანამდე კი, დღეს, თბილისში, "ვიტ ჯორჯიას" გაეჯიბრება.
გია გეგუჩაძის გუნდი თურქეთში ხუთ სპარინგშეხვედრას გამართავს და განრიგი ასეთია:
13 თებერვალი: „დინამო“ – „ოლიმპიკი“ (დონეცკი)
16 თებერვალი: „დინამო“ – „დნიპრო“
19 თებერვალი: „დინამო“ – „დესნა“
22 თებერვალი: „დინამო“ – „ლევადია“
კიდევ ერთი ამხანაგური თამაში აჭარულ გუნდს 20 თებერვალს ექნება, მაგრამ მეტოქე ამ დროისთვის უცნობია. შეგახსენებთ, პირველ შეკრებაზე ზღვისპირელებმა სამიდან ორი მატჩი მოიგეს და ერთხელ ფრე ითამაშეს.