საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრებმა ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში ფედერაციის თასი ევრო-აფრიკული ზონის მეორე ჯგუფში შესანიშნავად იასპარეზა და პირველი ჯგუფის საგზური მოიპოვა.
ქართველებმა ჯგუფში მიყოლებით ისრაელი, მოლდოვა და ტუნისი დაამარცხეს და ნახევარფინალში მასპინძელ ფინეთს დაუპირიპირდნენ. გამარჯვებული გუნდი პირველი დივიზიონის საგზურს იღებდა და საქართველოს ნაკრებმა შანსი ხელიდან არ გაუშვა.
თავდაპირველად, ეკო გოროგძე ანასტასია კულიკოვასთან ორ სეტში 2:6, 4:6 დამარცხდა, თუმცა, მეორე შეხვედრაში მარიამ ბოლქვაძემ ოანა ორპანას ძლევა მოახერხა - 7:5, 6:4.
თამაშის ბედი წყვილთა შეხვედრამ გადაწყვიტა, სადაც გორგოძისა და ოქსანა კალაშნიკოვას დუეტმა ლაურა ჰიტარანტასა და ანასტასია კულიკოვას დუეტს აჯობა, ორ სეტში 6:4, 6:3. შედეგად, ქართველებმა 2:1 მოიგეს და ევრო-აფრიკული ზონის პირველ დივიზიონში აღზევდნენ.