საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ბორჯომის შეკრება დაასრულა და ხვალ რომში გაემგზავრება. იტალიის დედაქალაქი 10-16 თებერვალს ევროპის 2020 წლის ჩემპიონატს უმასპინძლებს და ერთკვირიანი შეჯიბრების პირველი სამი დღე ბერძენ-რომაელებს დაეთმობათ.
საქართველო ევროკონკურენციაში ათი სპორტსმენით ჩაებმება. განაცხადში არიან მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები ნუგზარ წურწუმია (55 კგ) და ლაშა გობაძე (82 კგ).
საქართველოს ნაკრები:
55კგ ნუგზარ წურწუმია (ხობი)
60კგ ამირან შავაძე (აჭარა)
63კგ ლევან ქავჟარაძე (ოზურგეთი)
67კგ გიორგი შოთაძე (ლანჩხუთი)
72კგ იური ლომაძე (ოზურგეთი)
77კგ დემურ ქავთარაძე (გარდაბანი)
82კგ ლაშა გობაძე (აჭარა)
87კგ თორნიკე ძამაშვილი (გარდაბანი)
97კგ რევაზ ნადარეიშვილი (თბილისი)
130კგ ლევან არაბული (მცხეთა)
საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია