ფეხბურთი

11:54 | 7.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

55 წლის შემდეგ პირველად: "რეალის" და "ბარსელონას" ერთდროული ფიასკო

ესპანეთის სამეფო თასზე საკმაოდ მოულოდნელად განვითარდა მოვლენები და მეოთხედფინალში „ბარსელონა“ და „რეალი“ გავარდნენ. კატალონელებმა ბასკეთში „ბილბაოსთან“ წააგეს, ხოლო „რეალმა“ შინ წააგო ბასკურ „სოსიედადთან“.

ამრიგად, ნახევარფინალში „ბილბაო“, „სოსიედადი“, „გრანადა“ და ქვედალიგელი „მირანდესი“ გავიდნენ. ბევრი მტკიცება არ სჭირდება იმას, რომ საკმაოდ მოულოდნელი ნახევარფინალისტები არიან.

„რეალისა“ და „ბარსას“ მატჩების შემდეგ საინტერესო სტატისტიკა დაფიქსირდა:

  • „რეალმა“ მიმდინარე სეზონში „სანტიაგო ბერნაბეუზე“ 15 გოლი გაუშვა და აქედან ოთხი ყოფილი ფეხბურთელებისგან (ბორხა მაიორალი, ვილიან ჟოზე, პაბლო სარაბია და მარტინ ოდეგაარდი).
  • „სამეფო კლუბმა“ ერთ თამაშში ოთხი გოლი (ყველა ტურნირის ჩათვლით) პირველად გაუშვა ზინედინ ზიდანის მწვრთნელობის ხანაში.
  • „რეალმა“ XXI საუკუნეში „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ერთმატჩიან დუელში ესპანეთის თასზე მესამედ წააგო. პირველად 2001-2002 წლების სეზონის ფინალში ლა კორუნიის „დეპორტივოსთან“ (1:2), მეორედ 2012-2013 წლების სეზონის ფინალში „ატლეტიკოსთან“ (1:2) და ახლა მეოთხედფინალში „სოსიედადთან“ (3:4).
  • „ბარსელონა“ ესპანეთის თასის ნახევარფინალში 2011-2019 წლებში ზედიზედ ახერხებდა გასვლას. ბოლოს 2010 წელს „სევილიამ“ გამოთიშა მანამდე ასპარეზობას და თასიც მოიგო.
  • „რეალი“ და „ბარსელონა“ ესპანეთის თასზე ასპარეზობას ერთ დღეს 1995 წლის 29 მაისის შემდეგ პირველად გამოეთიშნენ. მაშინ ნახევარფინალში „რეალს“ „სევილიამ“ აჯობა, ხოლო „ბარსელონას“ ბილბაოს „ატლეტიკმა“.
0.117998