ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრები წარმატებულ ასპარეზობას აგრძელებს და ჯგუფიდან უდანაკარგოდ გავიდა. ქართველმა ჩოგბურთელებმა ბოლო ტურში ტუნისისი ნაკრებს დაძაბულ ბრძოლაში, 2:1 აჯობეს.
მარიამ ბოლქვაძე რეიტინგის 45-ე ნომერ ონს ჟობურთან 2:6, 2:6 დამარცხდა, თუმცა ეკო გორგოძემ შირაც ბეჰრის 6:1, 6:3 აჯობა და ანგარიში გაათანაბრა.
გადამწყვეტი წყვილთა შეხვედრა გამოდგა, სადაც ოქსანა კალაშნიკოვა-გორგოძის წყვილმა ჟობური-ბეჰრის დუეტი 6:3, 6:2 დაამარცხა და გამარჯვებაც ქართველებს დარჩათ.
საქართველოს ნაკრები ფედერაციის თასზე ევრო-აფრიკული ზონის ჯგუფიდან გავიდა და 7 თებერვალს ნახევარფინალში ფინეთის ნაკრებს გაეჯიბრება. გამარჯვებული ფინალის საგზურსა და ავტომატურად პირველ დივიზიონში თამაშის უფლებასაც მიიღებს.