ფეხბურთი

19:59 | 6.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

მეტოქე: ბელარუსი საქართველომდე შეკრებას გაივლის და სპარინგებს ჩაატარებს

ბელარუსის ეროვნული ნაკრები ერთა ლიგისთვის სერიოზულად ემზადება და 19-27 თებერვალს შეკრებასაც გაივლის. როგორც ადგილობრივი ფეხბურთის ფედერაციის გვერდი იტყობინება, 19 თებერვალს, ნაკრები არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრება, სადაც 23 თებერვალს უზბეკეთის ნაკრებთან ისპარინგებს.

24 თებერვალს, ბელარუსები ბულგარეთში გადაინაცვლებენ, სადაც 26 თებერვალს სოფიაში ბულგარეთს გაეჯიბრებიან. მიხაილ მარხელმა ნაკრებში ამ შეკრებისთვის 26 ფეხბურთელს უხმო:

მეკარეები: ალექსანდრ გუტორი (შახტიორი), პავენ პავლიუჩენკო (დინამო ბრესტი), მაქსიმ პლოტნიკოვი (დინამო მინსკი)

მცველები: სერგეი პოლიტევიჩი, სერგეი მატვეიჩიკი, იგორ ბურკო (ყველა შახტიორი), ალექსანდრ პავლოვეცი, კირილ პეჩენინი (ყველა დინამო ბრესტი), ზახარ ვოლკობი (ბატე), მაქსიმ შეცოვი (დინამო მინსკი)

ნახევარმცველები: სტანისლავ დრაგუნი, იგორ სტასევიჩი, პაველ ნეხაიჩიკი, ევგენი იაბლონსკი (ყველა ბატე), მიხაილ გორდეიჩუკი, ევგენი შვეჩენკო, რომან იუზელჩუკი (ყველა დინამო ბრესტი), ნიკიტა კორზუნი (ვილაფრანკენეშე, პორტუგალია), იური კენდიში, დმიტრი პოდსტრელოვი (ყველა შახტიორი), ივან ბახარი, ვლადისლავ კლიმოვიჩი (ყველა დინამო მინსკი)

თავდამსხმელები: დენის ლაპტევი, ვსევოლოდ სადოვსკი (დინამო ბრესტი), მაქსიმ სკავიჩი (ბატე), ვიტალი ლისაკოვიჩი (შახტიორი)

როგორც ხედავთ, გამოძახებულ ფეხბურთელთა სიაში ერთადერთი ლეგიონერებია. ზემოხსენებული თარიღები ფიფა-უეფას კალენდარში ოფიციალურად გათვალისწინებული არაა. ბელარუსისთვის შეკრების მოწყობა გაცილებით ადვილია, რადგან ყველა მოთამაშე შიდა ჩემპიონატში ირჯება და კლუბებთან ფეხბურთელების გაშვების საკითხის მოგვარებაც მარტივია.

საქართველოს ნაკრების შემთხვევაში კი, ასე არაა, რადგან ძირითადი ბირთვი ლეგიონერებითაა დაკომპლექტებული და ბუნებრივია, მათ თავიანთი კლუბები სეზონის შუა ნაწილში არ გაათავისფლებდნენ. ისე კი, შეგახსენებთ, 2017 წლის ზამთარში ვლადიმირ ვაისმაც მოაწყო მსგავსი შეკრება, როდესაც შიდა ჩემპიონატიდან გამოიძახა ფეხბურთელები.

აქვე გეტყვით, რომ საქართველოსა და ბელარუსის მატჩები 26 მარტს, „დინამო არენაზე“ გაიმართება.

0.119356