„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა „რეალის“ შესახებ ისაუბრა, რომელიც სულ მალე ჩემპიონთა ლიგის მერვედფინლში მისი გუნდის მეტოქე იქნება.
„თუ აზარი ჩეულ დონეზე ვერ თამაშობს, ეს ნიშნავს, რომ „რეალს“ პრობლემები აქვს, რაღაც რიგზე არაა. არ ვიცი, რა დავამატო. ინგლისში ედენმა დაამტკიცა, რომ მსოფლიო დონის მოთამაშეა და ყველას სჭირდება დრო ადაპტაციისთვის.
„რეალი“ საოცარია გუნდია. სწორედ მის წინააღმდეგ განვიცადე ყველაზე მტკივნეული მარცხი „ბიერნში“ მუშაობისას (0:4 2014 წელს). „ელ კლასიკოც“ მენატრება, მაგრამ „სიტისა“ და „რეალის“ მატჩები განსხვავებული იქნება. რონალდუ? ცხადი იყო, რომ მისი წასვლა „რეალს“ დაეტყობოდა“, - აღნიშნა გვარდიოლამ Marca-სთან საუბარში.
შეგახსენებთ, რომ „რეალი“ „სიტის“ 26 თებერვალს უმასპინძლებს, ხოლო საპასუხო თამაში ინგლისში 17 მარტს გაიმართება.