ფეხბურთი

2:19 | 6.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ლაციომ" "ინტერს" ვერ გადააბიჯა (+VIDEO)

რომის „ლაციოს“ ჩინებული შანსი ჰქონდა მილანის „ინტერისთვის“ გადაესწრო და „იუვენტუსთან“ ჩამორჩენა 2 ქულამდე შეემცირებინა. თუმცა სიმონე ინძაგის გუნდმა ეს შესაძლებლობა ამ ეტაპზე ვერ გამოიყენა.

„არწივებმა“ მე-17 ტურის გამოტოვებული მატჩი დღეს ჩაატარეს შინ „ვერონასთან“ და საკითხი ძალიან მარტივად იდგა: მოგებით „ლაციო“ „ინტერს“ გადაასწრებდა და „იუვესთან“ 5-ქულიან ჩამორჩენას ორამდე შეამცირებდა.

მონდომება არ აკლდა დედაქალაქურ გუნდს, მაგრამ „ვერონას“ კარი აუღებელი აღმოჩნდა. მომენტების მიუხედავად გოლი არ გასულა და ნულოვანი ფრე დაფიქსირდა. შედეგად, „ლაციო“ მესამე ადგილზე დარჩა და თავს მხოლოდ იმით თუ ინუგეშებს, რომ „ინტერს“ ახლა ერთადერთი, ხოლო „იუვენტუსს“ ოთხი ქულით ჩამორჩება.

და კიდევ, „ლაციომ“ ზედიზედ მე-17 წაუგებელი თამაში ჩაატარა სერია A-ში და მისი პირადი რეკორდი გაიმეორა, რომელსაც 1999 წელ სვენ გორან ერიქსონის თავკაცობისას მიაღწია.

0.113113