ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ შემტევი ანხელ დი მარია საფრანგეთის ჩემპიონატს სუსტად არ მიიჩნევს. არგენტინელმა კონკურენციის არარსებობაზე ინგლისის პრემიერლიგა და „ლივერპული“ მოიყვანა მაგალითად.
„ლიგა 1-ში ბევრი რამ შეიცვალა. ვფიქრობ აქ თამაში რთულია. არ ვიტყვი, რომ პირველი ორი სეზონი ადვილი იყო, მაგრამ მეტოქეები არც ისე ძლიერები იყვნენ. ყველამ ისწავლა პსჟ-ს, „ლიონის“, „მარსელის“ წინააღმდეგ თამაში, ეს ზრდაში გვეხმარება.
ბევრი ამბობს, რომ ლიგა 1 სხვა ჩემპიონატებთან შედარებით სუსტია, კონკურენცია არაა, მაგრამ შეხედეთ პრემიერლიგას, „ლივერპულის“ უპირატესობას სხვებთან შედარებით“, - თქვა დი მარიამ Goal.com-თან საუბარში.
შეგახსენებთ, პსჟ უახლოეს მდევარ „მარსელს“ 15-ქულიანი უპირატესობით უსწრებს.