ფფამ რუსეთის ნაკრების 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან მოკვეთა არ დაადასტურა. ამის შესახებ რუსული სააგენტო TASS-ი იტყობინება.
როგორც აღნიშნული გამოცემა იტყობინება, ინფორმაციას ოფიციალურად არ ადასტურებს არც ფიფა და არც უეფა. შესაბამისად, რუსეთი ყატარში გასამართ მუნდიალზე მოსახვედრად ჩვეულებრივად იბრძოლებს.
შეგახსენებთ, რომ მანამდე BeIN Sports-ის მიერ გავრცელებული ცნობით, ანტიდოპინგის საერთაშორის ფედერაციამ რუსეთის ნაკრები დამდეგი მუნდიალიდან მოკვეთა.