დორტმუნდის „ბორუსიას“ მარკო როისი გამოაკლდა. როგორც გერმანული გუნდის ვებვერდი იტყობინება, როისი მინიმუმ ერთი თვის განმავლობაში იუქმებს.
„დორტმუნდის“ ლიდერმა ტრავმა ბრემენის „ვერდერთან“ შეხვედრაში მიიღო და 89-ე წუთზე მოედანი დატოვა. ამრიგად, მარკოს ჩემპიონთა ლიგაზე 18 თებერვალს დაგეგმილი მატჩს პსჟ-ს წინააღმდეგ გაუცდება.
შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში როისმა 26 შეხვედრაში 12 გოლი და 7 საგოლე პასი მიითვალა.