ფეხბურთი

2:48 | 5.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპული" აკადემიის ბავშვებით ინგლისის თასის მერვედფინალში გავიდა (+VIDEO)

მნიშვნელობა არ აქვს „ლივერპული“ მთავარი გუნდით თამაშობს თუ აკადემიის ბავშვებით, შედეგი ერთია - მოედანს გამარჯვებულს ტოვებს.

იურგენ კლოპმა ინგლისის ასოციაციის თასის 1/16 ფინალში ლიგა 1-ს ბინადარ „შრიუსბერთან“ მთლიანად აკადემიის ფეხბურთელები ათამაშა და არ შემცდარა, მისმა გუნდმა მოიგო.

სხვათა შორის, ამ გუნდების პირველი დაპირისპირება ფრედ, 2:2 დასრულდა და „ენფილდ როუდზე“ საპასუხო მატჩის ჩატარებაც ამიტომ გახდა საჭირო. ამჯერად „წითლებმა“ 75-ე წუთზე რო-შონ ვილიამსის ავტოგოლით მოახერხეს გამარჯვება. ნიშანდობლივია, რომ მერსისაიდელთა საშუალო ასაკი აღნიშნულ შეხედრაში 19 წელსა და 102 დღეს შეადგენდა...

„ლივერპული“ მერვედფინალში გავიდა, სადაც დიდი ალბათობით ფონს აკადემიით ვერ გავა, რადგან 5 მარტს ლონდონის „ჩელსის“ ესტუმრება.

თეგებილივერპული
0.121994