ფეხბურთი

1:50 | 5.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

შეუჩერებელი - ჰოლანდმა ისევ გაიტანა!

დორტმუნდის „ბორუსიას“ ახალწვეული ერლიგნ ჰოლანდი თამაშიდან თამაშამდე სასწაულებს ახდენს. ბუნდესლიგის საწყის სამ მატჩში 7 გოლი გაიტანა და ახლა, გერმანიის თასზეც შეძლო თავის გამოჩენა.

„დორტმუნდი“ 1/8 ფინალში „ვერდერს“ ესტუმრა, 2:3 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა, მაგრამ ნორვეგიელმა „მუსიკოსთა“ კარიც არ დატოვა მშრალად. ჰოლანდი მოედანზე 46-ე წუთზე გამოჩნდა და 67-ე წუთზე იულიან ბრანდტის პასით გოლი გაიტანა.

მისი სტატისტიკა „ყვითლების“ მაისურით წარმოუდგენელია, დაუჯერებელია: 4 თამაში, 181 წუთი მოედანზე, 8 გოლი (8 კარში დარტყმიდან), 1 მოპოვებული პენალტი! ერლინგი ყოველ 20 წუთში გოლის გატანას ახერხებს.

და ბოლოს, მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის, ბუნდესლიგისა და გერმანიის თასის სადებიუტო შეხვედრებში შეძლო გოლის გატანა...

0.113015