ფეხბურთი

20:49 | 4.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

რუმენიგე: "გვარდიოლას ნოიერის ნახევარდაცვაში თამაში ჰქონდა გადაწყვეტილი"

პეპ გვარდიოლას მანუელ ნოიერის ნახევარმცველის პოზიციაზე გამოყენება სურდა. აღნიშნული ინფორმაცია კარლ-ჰაინც რუმენიგემ გაავრცელა. „კალემ“ გაიხსენა, რომ „ვერცხლის სინის“ მოგების შემდეგ, ერთ-ერთ უმოტივაციო მატჩში ესპანელი გერმანელ მეკარეს პოზიციის შეცვლას უპირებდა.

რუმენიგეს განცხადებით, გვარდიოლას დიდი დავი-დარაბის შემდეგ გადააფიქრებინა და პეპმა იდეა სისრულეში ვერ მოიყვანა.

„მახსოვს, როდესაც ბუნდესლიგის ტიტული მოვიგეთ, პეპ გვარდიოლას უნდოდა მანუელ ნოიერი ერთხელ ნახევარდაცვაში ეთამაშებინა. დიდი ძალისხმევით შევძელი პეპის გადარწმუნება, რომ ეს არ გაეკეთებინა, რადგან ამას ბევრი ჩვენი მხრიდან ამპარტავნობად ჩათვლიდა. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ მანუ ნახევარდაცვაშიც შესანიშნავად ითამაშებდა“, - თქვა რუმენიგემ.

0.113191