ფეხბურთი

18:54 | 4.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნმა" პერიშიჩი მოისაკლისა

მიუნხენის „ბაიერნმა“ ხორვატი შემტევი ნახევარმცველი ივან პერიშიჩი მოისაკლისა. როგორც „რეკორდმაისტერის“ ვებგვერდი წერს, 29 წლის ფეხბურთელს ტერფის დაზიანება აღენიშნება.

პერიშიჩი მიუნხენურ გიგანტს მინიმუმ ერთი თვის განმავლობაში დააკლდება, ხოლო მოედანზე დაბრუნების დრო ამის შემდეგ განისაზღვრება.

შეგახსენებთ, რომ ხორვატი „ბაიერნში“ „ინტერიდან“ იჯარით თამაშობს და მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 22 შეხვედრაში 5 გოლი და 8 საგოლე პასი მიითვალა.

0.131102