იტალიის სერია A-ს XXII ტურში „ნაპოლიმ“ გენუაში „სამპდორია“ დაამარცხა (4:2) და ერთი გოლი დიეგო დემემ გაიტანა. გერმანელი ნეაპოლურ გუნდს იანვარში შეუერთდა და ეს მისი სადებიუტო გოლი იყო იტალიაში.
საინტერესოა, რომ დემე მარადონას შემდეგ პირველი დიეგოა, რომელიც „აძურის“ რიგებში თამაშობს. ლეგენდარულმა არგენტინელმა „ნაპოლის“ მაისურით ბოლო გოლი 1991 წლის 24 მარტს, სწორედ გენუაში, „სტადიო მარასიზე“ „სამპდორიას“ გაუტანა.
მას შემდეგ თითქმის 29 წელი გავიდა და „ნაპოლის“ რიგებში დიეგომ ისევ გაიტანა, ამჯერად დემემ. ბედად, ეს სწორედ იმ გუნდის წინააღმდეგ და იმ სტადიონზე მოხდა, სადაც მარადონამ უკანასკნელად გამოიჩინა თავი ნეაპოლიტანელთა მაისურით და ისტორია იმავე წერტილიდან განახლდა.