კატალონიის „ბარსელონას“ თავდამსხმელის უსმან დემბელეს უიღბლო სერია დაუსრულებლად გრძელდება. ფრანგი ახლოს იყო დაბრუნებასთან და ვარჯიშიც დაიწყო, მაგრამ სწორედ ერთ-ერთი საწვრთნელი პროცესის დროს კიდევ ერთხელ დაშავდა.
As-ის ინფორმაციით, დემბელემ დისკომფოტი ბარძაყზე იგრძნო და ამის გამო დაახლოებით ორი კვირა ისევ გაუცდება.
ფრანგი შემტევი ბოლოს მოედანზე ნოემბერში, „დორტმუნდის“ წინააღმდეგ იყო და მას შემდეგ ლაზარეთშია. მიმდინარე სეზონში უსმან დემბელე „ბარსას“ მხოლოდ ხუთ მატჩში დაეხმარა და ერთი გოლი გაიტანა.