ფეხბურთი

23:09 | 3.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

ზემანი: "ქალთა ფეხბურთი? ჩვეულებრივ მათი ადგილი სამზარეულოშია, რადგან კაცებს ჭამა უნდათ"

ვეტერანი ჩეხი სპეციალისტი ზდენეკ ზემანი, რომელმაც თავის დროზე სახელი იტალიაში მუშაობით გაითქვა, ყოველთვის გამოირჩეოდა ხმაურიანი განცხადებებით.

ამჯერად ჩეხმა იტალიაში ქალთა ფეხბურთის განვითარებაზე ისაუბრა და თქვა, რომ მათი ადგილი ჩვეულებრივ სამზარეულოშია.

„იტალიაში ქალთა ფეხბურთის განვითარება სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, რაც ასევე განპირობებულია მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშით. იტალიაში მამაკაცთა ფეხბურთში ბევრი პრობლემაა. ვიცით, რომ სერია B-სა და სერია C-ში მრავალი პრობლემა აქვთ.

ქალებს რაც შეეხება, ჩვეულებრივ ისინი თამაშებზე დადიოდნენ, ახლა კი, დავინახეთ, რომ წინ კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმა შეუძლიათ.

კულტურის პრობლემა? ესეც არსებობს, როგორც წესი იტალიაში ქალები სამზარეულოში არიან. ეს მძიმე ფაქტია, არ ვიცი, ცხადია, მამაკაცებს ჭამა უნდათ“, - თქვა ზემანმა.

0.114141