საქართველოში 2020 წლის საკლუბო სეზონი 23 თებერვალს დაიწყება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდის ცნობით, მოქმედი ჩემპიონი „დინამო თბილისი“ და თასის მფლობელი „საბურთალო“ სეზონს სუპერთასის მატჩით გახსნიან.
23 თებერვალს, 17:00 საათზე დედაქალაქური გუნდები ერთმანეთს „მიხეილ მესხი 2“-ის სტადიონზე გაიმართება.
აქვე გეტყვით, რომ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ახალი სეზონი 29 თებერვალს დაიწყება.