ფეხბურთი

18:31 | 3.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

კლოპის გიჟები: "ლივერპულს" ჩემპიონობა მარტში შეუძლია

ინგლისის პრემიერლიგის ჩემპიონობის ნანატრ ტიტულთან „ლივერპული“ ძალიან ახლოსაა. იურგენ კლოპმა ნამდვილი მანქანა შექმნა, რომელიც გზად ყველას და ყველაფერს ერთი ხელის მოსმით ანადგურებს.

პრემიერლიგის დასრულებამდე თითქმის 4 თვე და 13 ტურია დარჩენილი, მაგრამ არავინ ეჭვობს, რომ „ენფილდ როუდზე“ სულ მალე დიდი ზეიმი გაიმართება.

1990 წლის შემდეგ „ლივერპული“ ინგლისის ჩემპიონობას შენატრის და მას შემდეგ, რაც პრემიერლიგა დაარსდა, საერთოდაც უტიტულოდ იმყოფება. ბუნებრივია, 30-წლიანი პაუზად არაფერი ღირს, მაგრამ შესაძლოა ასეთი მკვლელის ინსტიქტით მერსისაიდელები სწორედ ამიტომაც ირჯებიან, რომ ესოდენ დიდ პაუზას ბოლოს და ბოლოს, წერტილი დაუსვან.

პრემიერლიგაში 25 ტურისთვის 22-ქულიანი სხვაობა ლიდერსა და უახლოეს მდევარს შორის არასდროს დაფიქსირებულა. ეს რეკორდია და იურგენ კლოპის გუნდს ოფიციალურად ჩემპიონობის განაღდება უკვე მარტშიც შეუძლია. თავის მხრივ, „მანჩესტერ სიტის“ თავკაც პეპ გვარდიოლაც დარწმუნებულია, რომ წელს მისი გუნდი „წითლებისთვის“ კონკურენციის გაწევას ვეღარ შეძლებს.

მოდით ვაღიაროთ, რომ „ლივერპულს“ ჩემპიონობა ჯიბეში უდევს. ახლა მის წინაშე სხვადასხვა გამოწვევებია, რეკორდების სახით. მათ შორის, ლონდონს „არსენალის“ 48-მატჩიანი წაუგებელი სერია და იქამდე არც ისე შორია. მითუფრო თუ გავითვალისწინებთ კლოპის ბიჭები უახლოეს კალენდარს, წესით 24 გამარჯვებისა, 1 ფრისა და 0 წაგების გამდიდრება მხოლოდ გამარჯვებებით არ უნდა იყოს რთული მისია.

0.126563