"ინტერის" თავდამსხმელმა რომელუ ლუკაკუმ "უდინეზესთან" (2:0) მოგებულ შეხვედრაში დუბლი შეასრულა.
ბელგიელი თავდამსხმელი "მანჩესტერიდან" "ინტერში" გადავიდა. 2020 წელს ლუკაკუმ სერია ა-ში ოთხი გოლი გაიტანა, ხოლო "მანჩესტერ იუნაიტედმა" მთლიანმა გუნდმაც 2020 წელს ინგლისის ჩემპიონატში მხოლოდ ოთხი გოლი გაიტანა.
ლუკაკუს მიმდინარე სეზონში სერია ა-ში 22 მატჩში 16 გოლი აქვს გატანილი.