"ჰალის" აწ უკვე ყოფილი შემტევი ჯაროდ ბოუენი კარიერას "ვესტ ჰემში" გააგრძელებს. როგორც "ჩაქუჩების" ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის ივლისამდე გააფორმა. ფეხბურთელის სანაცვლოდ ლონდონელებმა 21.3 მილიონი ევრო გადაიხადეს.
ბოუენი ჩემპიონშიფის მიმდინარე სეზონში გამრჩეული მოთამაშე იყო და "ჰალის" რიგებში ბომარდირი გახლდათ. ჯაროდმა ინგლისის რანგით მეორე ლიგის 29 მატჩში 16 გოლი გაიტანა და ექვსი საგოლე გადაცემა შეასრულა. "ჰალის" მიმდინარე სეზონში 42 გოლი აქვს გატანილი და ცხრილში მე-14 ადგილზე 39 ქულითაა. ბოუენის სატრანსფერო ღირებულება 10 მილიონი ევროა.