უნგრეთის ჩემპიონატის მე-18 ტურში ბუდუ ზივზივაძის „მეზოკოვესდმა“ „ჰონვედი“ მისსავე მოედანზე 2:1 დაამარცხა. მართალია ქართველ ფორვარდს გოლი არ გაუტანია, მაგრამ გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა და ორივე გოლში ლომის წილი დაიდო.
მე-40 წუთზე, როდესაც მისი გუნდი მარცხდებოდა, იაქტიურა, კარში დაარტყა, მაგრამ მეკარემ მოიგერია. დამატებაზე კი, დანიელ ნაგიმ ითამაშა და ანგარიში გაათანაბრა.
51-ე წუთზე კი, უკვე სუფთა საგოლე პასი მიითვალა. საჯარიმოში ბურთი მცველს წაართვა და დინო ბეშიროვიჩს ისეთი გადაცემა გაუკეთა, გატანა პრობლემას აღარ წარმოადგენდა.
„მეზოკოვესდი“ 34 ქულით მეორე-მესამე ადგილებს „ფეჰერვართან“ ერთად იყოფს. ზივზივაძეს კი, მიმდინარ სეზონში ჩატარებულ 17 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი და გუნდის საუკეთესო ბომბარდირია.