ჩოგბურთი

15:58 | 1.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

სოფია ჩემპიონია

ავსტრალიის ღია პირველობის 2020 წლის ჩემპიონი სოფა კენინი გახდა. ამერიკელმა ჩოგბურთელმა რეიტინგის 32-ე ნომერი გაბრინ მუგურუზა სამ სეტში, 4:6, 6:2, 6:2 დაამარცხა და შეხვედრა ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა.

21 წლის ამერიკელმა კარიერაში პირველად მოახერხა დიდი სლემის ტურნირის მოგება და ორშაბათიდან WTA-ს განახლებულ რეიტინგში მეშვიდე პოზიციაზე აინაცვლებს. სხვათა შორის, სერენა უილიამსის შემდეგ ყველაზე ახალგაზრდა ამერიკელი ქალი იქნება, რომელიც რეიტინგში ათეულში შეაბიჯებს.

ხვალ კი, ავსტრალიის ღია პირველობა მამაკაცთა შორის ნოვაკ ჯოკოვიჩისა და დომინიკ ტიმის ფინალური შეხვედრით დასრულდება.

0.183166