საფეხბურთო კლუბმა „სამტრედიამ“ მორიგი ტრანსფერი განახორციელა. როგორც იმერული გუნდის ვებგვერდი იტყობინება, ამიერიდან მათე კვირკვია სამტრედიელთა ღირსებას დაიცავს.
23 წლის ფეხბურთელს აქამდე „დინამო თბილისში“, „დინამო ბათუმში“, „ტორპედოში“, „რუსთავში“, „დილაში“, „ზესტაფონსა“ და „ვიტ ჯორჯიაში“ უთამაშია.