თბილისის „საბურთალო“ ესპანეთში შეკრებაზე გაემგზავრა, სადაც 14 თებერვლამდე მოემზადება. ხსენებულ პერიოდში საქართველოს 2018 წლის ჩემპიონი ოთხ ამხანაგურ მატჩს გამართავს.
თბილისური გუნდის მეტოქეები, რუსეთის პრემიერლიგის გუნდები, „ზენიტი“ და ცსკა იქნებიან, ყველა სპარინგ მატჩის განრიგი ასეთია:
4 თებერვალი: „საბურთალო“ – „ადმირა“ (ავსტრია)
6 თებერვალი: „საბურთალო“ – „ზენიტი“ (რუსეთი)
9 თებერვალი: „საბურთალო“ - ცსკა (რუსეთი)
13 თებერვალი: „საბურთალო“ – „ალკოიანო“ (ესპანეთი)
გია ცეცაძის გუნდს ესპანეთში ნიკოლოზ მალი და ელვინ ტერა არ გაჰყოლიან. მალის ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, ხოლო ტერა ტრავმირებულია. შემადგენლობა შემდეგნაირია:
ლაზარე კუპატაძე, დავით კუპატაძე, თორნიკე მეგრელიშვილი, გაგი მარგველაშვილი, ლევან კაკუბავა, ჟულიუს ბლიკი, ჟარდელ ნაზარე, ანრი ჭიჭინაძე, იურიხ კაროლინა, თედორე გრიგალაშვილი, იური ტაბატაძე, ლუკა ლაკვეხელიანი, დაჩი ცნობილაძე, სანდრო ალთუნაშვილი, ლევან მაჭარაშვილი, გურამ გოშთელიანი, გიორგი კოხრეიძე, ბექა ქავთარაძე, გიორგი გაბედავა, ჟეროენ ლუმუ, ლევან ყენია, გიორგი ჭანტურია.