ფეხბურთი

10:46 | 1.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბოატენგი "ბეშიქთაშში" გადავიდა

ფლორენციის „ფიორენტინას“ აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი კევინ პრინს ბოატენგი სტამბოლის „ბეშიქთაშში“ გადავიდა. ამის შესახებ თურქული გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება.

პრინსი „არწივების“ ღირსებას მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით დაიცავს. აღსანიშნავია, რომ განელის კარიერაში „ბეშიქთაში“ მე-12 გუნდი იქნება, თუმცა თურქეთში პირველად ითამაშებს.

ბოატენგი „ფიორენტინას“ ღირსებას ზაფხულიდან იცავდა და 15 მატჩში 1 გოლი გაიტანა. იქამდე არაერთ გუნდში უთამაშია, მათ შორის, „სასუოლოში“, „ჰერტაში“, „დორტმუნდში“, „მილანში“, „აინტრახტსა“ და „ბარსელონაში“.

0.115238