ფეხბურთი

16:16 | 31.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: სედრიკი "არსენალის" ფეხბურთელია

ლონდონის „არსენალმა“ პორტუგალიის ნაკრების მარჯვენა მცველი სედრიკ სოარეში დაიმატა. როგორც „მეთოფეების“ ვებგვერდი იტყობინება, 28 წლის სოარეში ლონდონში მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით ითამაშებს.

აღსანიშნავია, რომ სედრიკის სატრანსფერო უფლებები „საუთჰემპტონს“ ეკუთვნის, თუმცა გუნდთან კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება და „არსენალში“ მისი ხელში ჩაგდება ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეეძლება.

პორტუგალიელს აქამდე „სპორტინგისა“ და „საუთჰემპტონის“ რიგებში უთამაშია. მიმდინარე სეზონში 19 შეხვედრაში 1 გოლის გატანა შეძლო.

0.134065