ფეხბურთი

14:18 | 30.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

"საბურთალომ" პორტუგალიელი მცველი გაიფორმა

თბილისის „საბურთალო“ შემადგენლობის გაძლიერებას აგრძელებს. როგორც დედაქალაქური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, ჟარდელ ლაზარე როდრიგესთან 1+1-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

24 წლის მარცხენა მცველი პორტუგალიის მესამე დივიზიონის ბინადარ „ოლეიროსში“ თამაშობდა, ხოლო მანამდე „უნიაო მადეირასა“ და „ნავალ დე მაიოში“ უთამაშია.

გარდა ამისა, 2016-2018 წლებში ლიეტუვური „სტუმრასის“ რიგებში ირჯებოდა.

0.123662