საქართველოს ძალოსანთა ნაკრებს რომში მიმდინარე 2020 წლის მსოფლიო თასზე ანტონ პლესნომ სამი ოქროს მედალი მოუტანა! ქართველმა ძალოსნმა ატაცში 176 კგ, აკვრაში 210 კგ და ორჭიდის ჯამში 386 კგ დააფიქსირა.
შედეგად, პლესნოიმ სამივე დისციპლინაში იპირველა და ოქროს მედლებს დაეუფლა. ეს იტალიის დედაქალაქში მიმდინარე მსოფლიო თასზე, სადაც პარალელურად ტოკიოს ოლიმპიადის ლიცენზიებიც თამაშდება, საქართველოს ნაკრებისთვის პირველი უმაღლესი სინჯის მედლები იყო.
აქვე გეტყვით, რომ მანამდე გოგა ჩხეიძე ორ ბრინჯაოს, ხოლო შოთა მიშველიძე სამ ვერცხლის მედალს დაეუფლა.