ფეხბურთი

23:34 | 29.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ანორთოსისში" ჯანო ანანიძის დებიუტი შედგა

ფამაგუსტას „ანორთოსისში“ ჯანო ანანიძის დებიუტი შედგა. კვიპროსის თასის მერვედფინალის საპასუხო შეხვედრაში ნიქოზიის „ოლიმპიაკოსთან“ ჩვენებურმა პირველად მოირგო კვიპროსული გუნდის მაისური.

ჯანო მინდორზე 56-ე წუთიდან გამოჩნდა და აქტიურიც იყო. მასთან უხეშობის გამო მეტოქეს მატჩის მიწურულს ფეხბურთელიც გაუძევეს.

თუმცა, იმ დროისთვის თამაშის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო, რადგან „ანორთოსისი“ სამბურთიანი სხვაობით იგებდა და მოიგო კიდეც - 3:0. შედეგად, მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა.

შეუცვლელად ითამაშა მურთაზ დაუშვილმა, ნიკა კაჭარავამ კი 56-ე წუთამდე ითამაშა და შემდეგ ადგილი ჯანოს დაუთმო. განაცხადს მიღმა დარჩნენ გიორგი ლორია და თორნიკე ოქრიაშვილი.

0.114438