„დინამო თბილისმა“ ფილიპ ორშულას ორწლიანი კონტრაქტი გაუფორმა. ამის შესახებ დედაქალაქური გუნდის ვებგვერდი იტყობინება. სლოვაკი საქართველოს ჩემპიონს სინჯებზე შეუერთდა და როგორც ჩანს, სამწვრთნელო შტაბს თავი მოაწონა.
გარდა ამისა, „დინამოში“ ვარჯიშობს ლუკა ლოჩოშვილიც, რომელიც ამ გუნდის აკადემიის აღზრდილია. ტოგოელმა ახალწვეულმა საიმონ ბენიომ კი, გუნდთან ერთად პირველი ვარჯიში ჩაატარა.
„დინამო“ ხვალ სპარინგ მატჩს კრაკოვის „ვისლას“ წინააღმდეგ გამართავს, რითაც შეკრების პირველი ნაწილი დასრულდება, ხოლო მეორე ეტაპი 3 თებერვლიდან დაიწყება.