ფეხბურთი

19:11 | 29.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ტოტი: "ვერ წარმოვიდგენდი, რომ სალაჰი ჩემპიონთა ლიგას მოიგებდა"

იტალიური „რომას“ ყოფილმა ფეხბურთელმა ფრანჩესკო ტოტიმ განაცხადა, რომ მოჰამედ სალაჰის ჩემპიონთა ლიგის მოგებას ვერ წარმოიდგენდა. იტალიელმა ლეგენდამ ტელეკომპანია DAZN-თან ეგვიპტელის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სალაჰი ოქროს ბიჭია.

„ერ წარმოვიდგენდი, რომ სალაჰი ჩემპიონთა ლიგას მოიგებდა. „რომაში“ რომ დარჩენილიყო, ეს თითქმის შეუძლებელიც იქნებოდა. მაგრამ შეიცვალა გუნდი და ისეთ კლუბში წავიდა, სადაც ტიტულების მოგების მეტი შანსი ექნებოდა.

ბედნიერი ვარ მის გამო, რადგან ის ოქროს და გამონაკლისი ბიჭია. „რომადან“ „ლივერპულში“ ისეთი ნახტომი გააკეთა, არავინ რომ არ ელოდა. ახლა ის არის მოთამაშე, რომელსაც ნებისმიერ დროს შეუძლია მატჩის ბედის შეცვლა და გადაწყვეტა“, - განაცხადა ტოტიმ.

შეგახსენებთ, რომ ფრანჩესკო ტოტი და მოჰამედ სალაჰი თანაგუნდელები 2015-2017 წლებში „რომაში“ იყვნენ.

0.123243