ფეხბურთი

16:57 | 29.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "ტოტენჰემმა" ჰოლანდიის ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა

ლონდონის „ტოტენჰემმა“ პსვ ეინდჰოვენიდან სტივენ ბერგვინი შეიძინა. აღნიშნული ინფორმაცია ინგლისური გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

ბერგვინმა „მამლებთან“ კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე გააფორმა და 23-ნომრიანი მაისური მოირგო, რომლითაც აქამდე კრისტიან ერიკსენი თამაშობდა. ჰოლანდიურმა გუნდმა ნიჭიერი ფეხბურთელის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო მიიღო.

22 წლის ბერგვინი პსვ-ს აკადემიის აღზრდილია, მთავარ გუნდში კი 2014 წლიდან დღემდე 146 მატჩში 31 გოლი გაიტანა. ჰოლანდიის ნაკრებში სტივენი 2018 წლიდან თამაშობს და 7 შეხვედრაში გოლი არ გაუტანია.

0.117408