კალათბურთი

1:29 | 29.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინს მოკრძალებული დრო დაუთმეს

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მე-13 ტურში გიორგი შერმადინის „იბეროსტარ ტენერიფემ“ ლატვიურ „რიგას“ უმასპინძლა და ძალიან ადვილად, 92:59 იმარჯვა.

ვინაიდან ესპანელებს ჯგუფიდან გასვლა აქამდეც გაფორმებული ჰქონდათ, გუნდის ლიდერი გიორგი შერმადინი დიდად არ დატვირთეს. ჩვენებურმა მოედანზე მხოლოდ 08:20 წუთი გაატარა, ხსენებულ დროში კი 7 ქულა და 1 მოხსნა მიითვალა. გიორგიმ 3-დან 1 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი ოთხს გაუტოლდა.

„იბეროსტარ ტენერიფეს“ C ჯგუფში პირველი ადგილი 11 მოგებითა და 2 წაგებით უკავია. მომდევნო ტურში ესპანური გუნდი 4 თებერვალს გერმანულ „ბამბერგს“ სტუმრად დაუპირისპირდება.

0.118197