ფეხბურთი

17:29 | 28.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: კრისტიან ერიკსენი "ინტერის" ფეხბურთელია

მილანის „ინტერმა“ კრისტიან ერისკენის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. დანიელმა ნახევარმცველმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

„ნერაძურიმ“ ლონდონის „ტოტენჰემს“ 20 მილიონი ევრო გადაუხადა, ხოლო თავად ფეხბურთელი სეზონში ანაზღაურების სახით 10 მილიონ ევროს მიიღებს. აღსანიშნავია, რომ ერიკსენმა ახალ გუნდში 24-ნომრიანი მაისური მოირგო, რაც ადვილი მისახვედრია, რომ კობი ბრაიანტის პატივსაცემად მოხდა.

27 წლის სკანდინავიელს აქამდე ამსტერდამის „აიაქსსა“ (162 მატჩი, 32 გოლი) და ლონდონის „ტოტენჰემში“ (305 მატჩი, 69 გოლი) უთამაშია.

0.745865